|
2022-05-11 20:11:56, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის დასახლებებები გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. "ძირითადი საომარი მოქმედებები ახლა მიმდინარეობს დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რეგიონების საზღვრებთან. ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 20 განთავისუფლებული დასახლება სამ ტერიტორიულ თემში" - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)