|
2022-05-11 16:43:56, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი - ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, შეუერთდებიან თუ არა რუსეთს
ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მიმართონ თუ არა რეგიონს რუსეთთან შესაერთებლად, გარდა ამისა, ასეთ შესაძლებლობას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი დასაბუთება,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ეს არის კითხვა, რომელიც ნათლად და გულდასმით უნდა იყოს გადამოწმებული და შეფასებული იურისტებისა და იურიდიული ექსპერტების მიერ. „რა თქმა უნდა, იქნება თუ არა მიმართვა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, უნდა გადაწყვიტონ ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა და ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმაც უნდა გადაწყვიტონ მათი ბედი“, - განაცხადა პესკოვმა. გარდა ამისა, კრემლის თქმით, სწორი იქნებოდა თუ არა რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება, პესკოვმა აღნიშნა: „მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა, რეფერენდუმზე არაფერი მითქვამს“. შეგახსენებთ, რომ მანამდე ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, კირილ სტრემოუსოვმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვა გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)