|
2022-05-11 13:43:11, 1367 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო - თუ ევროკავშირი დათანხმდება ჩვენი პირობების შესრულებას, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დავუჭერთ
უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს იმ შემთხევაში დაუჭერს, თუ ევროკავშირი მის პირობებს დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ სიჯარტო Facebook-ზე ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა უზარმაზარ ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას და გაანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნგრეთს ეკონომიკური დახმარება უნდა გაუწიოს. მისივე თქმით, ემბარგოს შემოღების შემდეგ საწვავის ფასი შესაძლოა 50-60%-ით გაიზარდოს, რაც თავის მხრივ სურსათზე ფასების ზრდას გამოიწვევს. „ჩვენ ველოდებით წინადადებებს არა მხოლოდ ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნების ასობით მილიონი დოლარის რეკონსტრუქციის შესახებ, არა მხოლოდ ხორვატიის გავლით უნგრეთში ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაზე ასობით მილიონი დოლარით, არამედ ეკონომიკის მომავლისთვის. ნავთობის ემბარგოს დასჭირდება პროგრამა უნგრეთის ენერგომომარაგების სტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, რომელიც დაახლოებით რამდენიმე მილიარდი ევრო დაჯდება“, - განაცხადა სიჯარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის წინადადებების ევროკავშირისთვის წარდგენას ამ კვირაში აპირებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერდა, ვინაიდან ეს უნგრეთის ენერგომომარაგებას სრულად გაანადგურებდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მხარდაჭერასა და ემბარგოს უნგრეთისთვის „ატომური ბომბი“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)