2022-05-11 12:03:42, 1868 ნახვა
ომი უკრაინაში
მარია ზახაროვა - მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკები განხორციელდება
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკები აუცილებლად განხორციელდება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა აშშ-ს ხელისუფლების განცხადებებზე, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს „მოლაპარაკების ეფექტურ გზას“ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„მოლაპარაკებებირუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მიმდინარეობს.ვფიქრობ, ბევრი განცხადება კეთდება, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი შემადგენლობის არა მომავალი, არამედ მიმდინარე ცვლილების გავლენის ქვეშ.“- განაცხადა ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არ დაუშვებენ კიევთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას. ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის მოლაპარაკების გზას ვერ ხედავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,