02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 11:01:16, 1048 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას ნაწილობრივ შეწყვეტს

უკრაინა რუსული გაზსადენის ნაწილობრივ გათიშვას გეგმავს, რაც  ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაზის გადაცემის ოფიციალური ოპერატორი ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, რუსული ჯარები მილსადენის სისტემის „სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“ საფრთხეს უქმნიან.

 "ოთხშაბათიდან რუსული ბუნებრივი აირის მიღება შესასვლელ პუნქტში შეწყდება, რადგან რუსები ერევიან ტექნიკურ პროცესებში  ობიექტებზე და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტრანსპორტირების მთელი სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.",-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინის ის ტერიტორია დაიკავეს, სადაც მილსადენი გადის.კომპანიამ განაცხადა, რომ მილსადენის გამორთვამ შეიძლება რუსეთიდან უკრაინის გავლით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის დაახლოებით მესამედი დაბლოკოს.

ოპერატორის ცნობით,  არსებობს  სხვა სატრანზიტო პუნქტზე გადასვლის შესაძლებლობა. ბუნებრივი აირის ძირითადი არტერიის შეწყვეტის პერსპექტივამ ბაზარზე პანიკა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics