04:52 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 09:50:47, 1008 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონგრესი იბრძვის სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად და კიევის მთავრობის გასაძლიერებლად, რადგან ის ებრძვის რუსეთის შემოჭრას.

პალატამ უკრაინის ხარჯების შესახებ კანონპროექტი 368-ის ხმით დაამტკიცა, რომლის წინააღმდეგაც 57 რესპუბლიკელი წავიდა. 

ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს სწრაფი ნაბიჯის გადადგმისაკენ, რათა მან ხელი მოაწეროს კანონპროექტს მანამ, სანამ უკრაინის თავდაცვის არსებული დახმარება მაისში ამოეწურება.

ცნობისთვის, ორი კვირის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა დაემტკიცებინა დამატებითი 33 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის, მაგრამ კანონმდებლებმა გადაწყვიტეს გაეზარდათ სამხედრო და ჰუმანიტარული დაფინანსება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics