|
2022-05-10 19:31:02, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით
ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს. მისივე თქმით, გერმანია მუშაობს, რათა უკრაინამ თანამედროვე იარაღი მიიღოს. "ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც უკვე მივაწოდეთ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, ვასწავლით თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენებას. ვმუშაობთ გერმანელ მწარმოებლებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაზე თანამედროვე იარაღი და შეძლოს საკუთარი ქალაქების დაცვა შემდგომი თავდასხმებისგან", - განაცხადა ბერბოკმა კიევში პრესკონფერენციის დროს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)