|
2022-05-10 17:42:15, 1565 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში იძულებით გადაადგილებული 8 მილიონზე მეტი ადამიანია
უკრაინაში იძულებით გადაადგილებული 8 მილიონზე მეტი ადამიანია. - ამის შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე თქმით, უკრაინის ომამდელი მოსახლეობის 18%-ზე მეტი - ანუ თითქმის ყოველი მეხუთე - ახლა იძულებით გადაადგილებულია. ”იძულებით გადაადგილებულთა და უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებები საათობრივად იზრდება, უახლესმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე, აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულთა 63% ქალია."- თქვა სამშაბათს IOM-ის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)