|
2022-05-10 17:22:08, 1023 ნახვა
მსოფლიო
Financial Times - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა გამორიცხა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა გამორიცხა. ამის შესახებ გამოცედმა Financial Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათი ცნობით, ევროკომისიამ უარყო საკუთარი წინადადება, აეკრძალა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში, რადგან საბერძნეთი და მალტა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მკაცრ პოზიციაზე დგანან. შესაბამისად, Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის მეექვსე პაკეტში ნავთობის ემგარგო არ განიხილება. რუსულ ნავთობზე ემბარგოს ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგე უნგრეთია. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი პირადად გაემგზავრა ბუდაპეშტში უნგრეთთან მოლაპარაკებებისთვის, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს მეექვსე პაკეტით რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის სანქციების შემსუბუქება სურდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)