15:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 16:49:53, 1290 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად „ ვივამედში“ გადაიყვანონ

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად "ვივამედში" გადაიყვანონ . - ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტეციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას და არა მკურნალობის მიზნით გადაყვანას.

" მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ გამოკვლევების ჩასატარებლად "ვივამედში" გადაიყვანონ,  უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია, მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით" - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics