04:50 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 16:11:12, 1146 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი - არ დავნებდით მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება

არ შევკრთებით, არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება,- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, დედოფლის გამოსვლის წერილობით წინასიტყვაობაში.

 პრემიერ-მინისტრმა  პირობა დადო, რომ „უკრაინის ურყევ, უკომპრომისო მეგობრად“ დარჩება, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში.

"ჩვენ არ ვიყოყმანებთ და არ დავთმობთ, სანამ პუტინის გეგმა არ ჩავარდება.ეს ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე, რომლებიც უახლეს ისტორიას არ უნახავს. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ უკრაინაზე პუტინის სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ, მსოფლიო გავაერთიანეთ მისი აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების დავაწესეთ," - დასძინა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

 დედოფლის ყოველწლიური გამოსვლა მთავრობის წინაშე მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სამეფო, ასევე პოლიტიკურ კალენდარში. წელს პირველად სიტყვა პრინცმა ჩარლზმა წაიკითხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics