15:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 14:18:56, 1038 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით იღებს, რაც მის ჯანმრთელობას უშლის ხელს. შესაბამისად როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, გართულებების თავიდან არიდების მიზნნით, მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, სადაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ საჭირო გამოკვლევებსა და მკურნალობას.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილსაც, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს საკუთარი გადაწყვეტილებით სრულფასოვან მკურნალობაზე,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics