|
2022-05-10 13:17:32, 2544 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი თავის პროპაგანდას ცვლის
სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი თავის პროპაგანდას ცვლის,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სადაზვერვო სამსახური Telegram-ით ავცრელებს. დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის არმია განიცდის კატასტროფულ დანაკარგებს და მარცხებს უკრაინის მხირდან. „იმისათვის, რომ შეეცვალათ რუსების წარმოდგენა სამხედრო „უძლეველობის“ შესახებ და მოემზადებინათ საზოგადოება შესაძლო დამარცხებისთვის, რუსულ მედიას დაევალა საუბარი რუსეთ-უკრაინის ომზე, როგორც შეიარაღებულ დაპირისპირებაზე რუსეთსა და ევროკავშირისა და ნატო-ს ყველა ქვეყანას შორის“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. გარდა ამისა, დაზვერვის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კრემლის ტელეარხებს, ონლაინ მედიის ხელმძღვანელებსა და პუტინის მომხრე ბოტების არმიას უკვე ევალებათ გადავიდნენ ახალ საინფორმაციო პოლიტიკაზე. „ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტები საკუთარი გადარჩენისთვის გაერთიანების აუცილებლობისა და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ ტვინებს ახლა რუსებს გაურეცხავენ,“- წერს უკრაინის დაზვერვა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)