04:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 21:40:57, 1362 ნახვა

მსოფლიო
ჯიმ რიში - ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას

უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ავრცელებს.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა დაამარცხა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics