2022-05-09 15:43:45, 1611 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დასრულდა
უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.
სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით , ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიდეო ბმულით შეხვდა.
„მე ვაჩვენე შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის ხელმძღვანელს ამ მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის.
უკრაინამ პირველ ნაწილზე მუშაობა 15 აპრილს დაასრულა.
ცნობისთვის, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა საქართველოს მთავრობამაც. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 10 მაისისთვის საქართველო ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილსაც გადასცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,