04:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:07:00, 685 ნახვა

საზოგადოება
9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი გადაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებამდე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს - 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1 000, ხოლო მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 84 ვეტერანს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 46 წევრს გაუწია. 

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics