05:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:49:40, 1181 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინმა ეს ომი არ და ვერ უნდა მოიგოს

გერმანია უკრაინას დამატებით 130 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვარშავაში გამართულ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

 კანცლერის თქმით, გამოყოფილი რესურსები დაეხმარება უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერებას რუსეთის თავდასხმების მიმართ.

”ყოველი გასული დღე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი სისასტიკე, ჩვენს გადაწყვეტილებას და ჩვენს ერთიანობას მხოლოდ აძლიერებს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს მას "- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, დამატებით 147 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინის განვითარებისა და აღდგენის დაფინანსებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics