|
2022-05-05 16:08:34, 1023 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წლიური ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას, ხოლო წარდგენილი კვარტალური ანგარიში ცნობად მიიღეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სამინიტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარს შეადგენდა და ბიუჯეტი 94%-ით შესრულდა. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 13 028 502 ლარი დაიხარჯა, პროგრამებით 9 029 ბენეფიციარმა ისარგებლა. სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯა 7 541 718 ლარი, პროგრამებით ისარგებლა 3 473-მა ბენეფიციარმა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯა 2 219 983 ლარი, ხოლო დასაქმების მიმართულებით 711 467 ლარი. 2021 წლის ბიუჯეტიდან 2 439 675 ლარი გამოიყო ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის, ფუნქციონირების, რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფისათვის. კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებაც ისაუბრა. მიმდინარე წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 28 432 100 ლარს შეადგენს, პირველი კავრტალის მომნაცემებით გეგმა 87%-ით შესრულდა. პროგრამებით ისარგებლა 3 996-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. სამინიტრო წელს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს. მიდმინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტით, ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. დაიწყო ტყვიის ექსპოზიციის კვლევა 7-დან 15 წალმდე ასაკის ბავშვებში. მიმდინარე წლის ივლისის თვიდან იგეგმება უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსება. ასევე დაგეგმილია ტურიზმის სფეროში სამუშაო გამოცდილებისა და განათლების მქონე პირთა გადამზადება საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)