05:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 14:23:16, 1137 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაწესებული სანქციების ფონზე, კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს". - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, პროდუქციის რეალიზაციისთვის ბაზრებზე შექმნილი რთული ვითარებისა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომის გამო, კომპანიამ წარმოება დროებით შეაჩერა.

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მყოფი მიხაილ ფრიდმანია.

ამასთან „ბორჯომის“ მიმართ პროტესტი ესტონეთმაც გამოთქვა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ბელორუსული და რუსული კომპანიებისგან პროდუქის შეძენაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics