17:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 15:36:19, 977 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს

ხვალ,19:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

გიორგი სააკაშვილის თქმით, აქცია იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააგონონ ხმა და გადაარჩინონ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე. 

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, აღარ არის დრო მოვექცეთ ასე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში და შენებაში, ამიტომ, ჩვენ ოჯახმა, გადავწყვიტეთ, ხვალ, კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე, ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება, იმისთვის, რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა, მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდზე შეძლებისდაგვარად, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშნელოვნადაა გაუარესებული.

ამ განცხადებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დაანონსა.
მათივე თქმით, ოჯახი აპირებს ესაუბროს ექიმებს, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაოქ საზოგადოებას, რათა "გადაარჩინონ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე". 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics