17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 12:41:55, 1094 ნახვა

პოლიტიკა
მაია ბითაძე - სრული აბსურდია, რომ საქართველოს ვიღაც იყენებს ტრანზიტულად სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად

სრული აბსურდია, რომ საქართველოს ვიღაც იყენებს ტრანზიტულად სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად. შეიძლება მე ვინმეს დავაბრალო რაღაც, მოვიგონი, მაგრამ მე მეკისრება ტვირთი, ეს დავასაბუთო. ერთი შემთხვევა დადონ, ღია და გამჭვირვალეა ყველა პროცესი, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვები - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ  „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში. 

მისი თქმით, ეს კონტროლდება არა მხოლოდ საქართველოს , არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით. 

"როგორ გონიათ ოპონენტებს, საქართველოს მოსახლეობა იმდენად უგნურია, რომ სატელევიზიო გადაცემებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა? საერთაშორისო დაზვერვა და საერთაშორისო ინსტრუმენტები აკონტროლებენ ტრანზიტს სახელმწიფოებს შორის, აქ ხომ აბსურდზეა საუბარი, საქართველოში დღესაც გამართულად ფუნქიონირებს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რომ რაღაც მსგავსი ხდება, მომენტარულად პასუხს მოთხოვენ საქართველოს“ - განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics