10:38 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:46:25, 919 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყები თქმით, ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია სასწავლო პროგრამები, რა ბენეფიტებით სარგებლობენ აკადემიის მსმენელები და როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები.

დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ - ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი.

აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics