|
2022-05-03 15:17:00, 1045 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. განკარგულების თანახმად, აღნიშნული ზომები მიიღება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია უკანონო შეზღუდვისკენ, ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალურ ხელისუფლებას, აგრეთვე რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებსა და პირებს ეკრძალებათ:
გარდა ამისა საპასუხო სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა დაადგინოს. განისაზღვროს დამატებითი კრიტერიუმები ტრანზაქციების კლასიფიკაციისთვის, რომელთა ვალდებულებების შესრულება განკარგულების მიხედვით აკრძალულია. ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს და რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს მიენიჭებათ უფლება მისცენ ოფიციალური ახსნა-განმარტებები ამ განკარგულების გამოყენებასთან დაკავშირებით, გარდა ფინანსური ოპერაციების წესისა, რომელთა ბენეფიციარები არიან რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)