|
2022-05-03 14:33:14, 1667 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისარი - გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან მორიგი შანტაჟისთვის ვემზადებით
ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მორიგი შანტაჟისთვის ემზადება,- ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. მისი თქმით, გაზპრომის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია მიმდინარე კრიზისში, რადგან ის არღვევს ხელშეკრულებების პირობებს. ამასთან, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გაზის რეზერვების გაზრდა. „ეს არის არსებული კონტრაქტების გაუმართლებელი დარღვევა და გაფრთხილება, რომ ნებისმიერი წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს შემდეგი,”-აღნიშნა ევროკომისარმა. გარდა ამისა, სიმსონმა აღნიშნა, რომ საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროპი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ მანანდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ხელისუფლება წლის ბოლომდე რუსულ ნავთობზე ემბარგოს შემოღებას აპირებს, მანამდე კი ეტაპობრივად შეიზღუდება იმპორტი. ევროკავშირის ელჩები უახლოეს დღეებში მოსკოვში ახალი შეზღუდვების განხილვას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)