19:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 18:45:50, 1620 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიოპოლის მერი - ევაკუაციის პროცესი ძალიან რთულია, რადგან რუსები დაბრკოლებებს ქმნიან

ევაკუაციის პროცესი ძალიან რთულია რადგან რუსები დაბრკოლებებს ქმნიან. - ამის შესახებ ინფორმაციას მარიოპოლის მერი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს ნებისმიერი მოლაპარაკების უგულებელყოფას.

"ჩვენ მოვახერხეთ ბომბის თავშესაფრებიდან 100-ზე მეტი ადამიანის გაყვანა, რომლებიც ახლა მიემართებიან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ველით იმ იმედით, რომ რუსული ჯარები მოგვცემენ ამის საშუალებას, ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტის და ვიცე პრემიერ-მინისტრის ირინა ვერეშჩუკის მონაწილეობით. ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან რთულია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics