|
2022-05-02 14:28:51, 1244 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი, ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული
,,ეს აჩვენებს, ზოგადად, მათ დამოკიდებულებას არამარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. როდესაც ქვეყანას ასე მოიხსენიებ, როდესაც ამ ფეიკებით ქვეყანას ასე ახასიათებ, ბუნებრივია, აქ ჩანს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ეს არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას, ბოლო დროინდელი განცხადებების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ნულოვანი პატრიოტიზმის განცდა. სწორედ ეს იყო მათი პრობლემა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ,,ომში ჩართვაც მაგიტომ უნდათ ზუსტად. ანუ, მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის. იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. 2008 წელს, როცა ჩააბარეს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ესეც ზუსტად იგივეს გამო გააკეთეს. მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს, რასაც აკეთებენ, იგივე ეს განცხადებები, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ნაცმოძრაობას ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, - “კიდია ფეხზე”. ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას, უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი და პასუხი უნდა იყოს მარტივი. ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ომი და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა და განვითარება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)