|
2022-05-02 10:53:10, 1198 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პირველი ლედი რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება, რათა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულოს
აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ამ კვირაში რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება, რათა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მას სურს მხარი დაუჭიროს დევნილ უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც იძულებულნი არიან გაქცეულიყვნენ სისხლისღვრასა და ძალადობას, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ვაშინგტონიდან გაფრენას გეგმავს , ხოლო ჯილ ბაიდენი, დედის დღეს (8 მაისს) სლოვაკეთში ქალაქ კოშიცეში და სოფელ ვიშნე ნემეცკოეში უკრაინელ დედ-ბავშვებთან ერთად გაატარებს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა , რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში მხოლოდ დროის საკითხია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონგრესმენების მიმდინარე ვიზიტის დროს ბაიდენის ვიზიტის თემა არ განხილულა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდნენ . ისინი რეგულარულად გაემგზავრებიან ლვოვში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)