11:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 11:52:22, 1001 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 72 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 170

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics