17:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 14:01:33, 2996 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა მორიგი დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ ადგილებს, საავადმყოფოს და ინდუსტრიულ ზონას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook-ით ავრცელებს.

როგორც სამსახურმა აღნიშნა, მტრის თავდასხმის შედეგად ორ საცხოვრებელ 9-სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში ერთ-ერთი ბინის მეპატრონე მამაკაცი დაშავდა.

ამასთან ერთად, ხარკოვში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შენობა დაზიანდა. დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს ტექნიკური იატაკის ბეტონის კონსტრუქციები და ფანჯრის ჩარჩოები ნაწილობრივ განადგურდა, მეხუთე სართულზე კი ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 29 აპრილს რუსულმა ჯარებმა ხარკოვი 16-ჯერ დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.  ხარკოვთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა  სოფელი იაკოვლევკაც გაანადგურეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics