2022-04-29 12:12:14, 787 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია
მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,