|
2022-04-28 12:49:40, 1261 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით
ნატო მიესალმება ფინეთსა და შვედეთს თავის რიგებში, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ეს განცხადება სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გენერალური მდივანის თქმით, სამხედრო ორგანიზაცია მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნებისთვის, თუ მათი ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. „ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია შეიტანენ თუ არა განაცხადს ნატო-ში წევრობაზე.თუმცა თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ორივე სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი იქნება და რუსეთთან ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)