|
2022-04-27 22:25:09, 1691 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლოვი - ბულგარეთი მზად არის რუსეთთან სამართლებრივი დავის დასაწყებად
ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის მზად არის. - ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრე ნიკოლოვი ავრცელებს. მისივე თქმით, სამართლებრივი დავა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. "ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა გაზპრომიდან უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა. შეგახსნეებთ, რომ პოლონეთსა და ბულგარეთს გაზპრომმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება მოყვა, რომლის თანახმადაც პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)