08:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 14:44:28, 2176 ნახვა

მსოფლიო
კარლ ნეჰამერი - ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის სანქციებს და არ აპირებს გაზის საფასურის რუბლში გადახდას

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრიამ და ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მა რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში მიიღეს. 

როგორც კანცლერი საკუთარ Twitter-ზე წერს, ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს და რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. 

„იქამდე, სანამ აქ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები კიდევ უფრო გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV გააგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდების გადახდას ევროში. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს წერტილით და მძიმით,“-აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფრომაციით, ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მ მიიღეს რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში. ხოლო რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics