|
2022-04-27 13:07:20, 1257 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას აჩერებს
27 აპრილიდან, ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს. როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, 2022 წლის 27 აპრილიდან შეეჩერებინა მოკლევადიანი ვიზების გაცემა. რუსებს კვლავ შეეძლებათ მიმართონ ვიზებს ჰუმანიტარული მიზეზებისა ან დროებით ბინადრობის ნებართვას უფლების გამო. შეგახსენებთ, რომ აპრილში ნიდერლანდებიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, საპასუხოდ 19 აპრილს, რუსეთმა ნიდერლანდების საკონსულოს 14 და საელჩოს 1 თანამშრომელი პერსონა ნონ გრნტად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)