|
2022-04-27 12:50:12, 1244 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონმა გერმანიაში უკრაინის სამხედრო დახმარების კონტროლის ცენტრი შექმნა
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისა და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი (ECCU) დაარსა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა CNN-ი ავრცელებს. მათი ცნობით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ECCU დაფუძნებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში შტუტგარტში და მას ამერიკელი სამხედრო გენერალი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორთა საკოორდინაციო ცენტრთან, რომელსაც ბრიტანელი გენერალი მართავს. „ცენტრი შეიქმნა უსაფრთხოების ამ სისტემის ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. გარდა ამისა, საკონტროლო ცენტრში აშშ-ს პერსონალთან ერთად 15 სხვა ქვეყნის თანამშრომელიც შედის. ასევე მართავს 40-ზე მეტი პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნის ქსელს, რომლებიც შეიკრიბნენ 26 აპრილს გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების საკითხებზე იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ინიციატორი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მისი განაცხადებით, მოკავშირეთა ახალი ჯგუფი რეგულარულად-თვეში ერთხელ შეიკრიბება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)