|
2022-04-26 17:58:12, 1218 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: გია ბარამიძის ჩანაწერიდან შესაძლოა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა, თუ სად არის დამარხული ძაღლის თავი
დღეს გავრცელებული ჩანაწერიდან შესაძლოა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა, თუ სად არის დამარხული ძაღლის თავი. მე ვსაუბრობ ჩანაწერზე, რომელშიც გია ბარამიძე აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი უწევს უკრაინას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. „ამით აღშფოთებული ბარამიძე ამბობს, რომ შეაწუხებს მთელ ქვეყანას, მათ შორის არახამიას და უკრაინის საგარეო უწყებას და ბატონ კასიანოვს მოეთხოვება ამის გამო პასუხი. ეს არის მართლაც მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ეს არის მიზეზი, რატომაც აკეთებს არახამია ასეთ მტრულ განცხადებებს საქართველოს მიმართ. ეს არის სრულიად მიუღებელი რაკურსი ჩვენი ურთიერთობების, რაც ჩვენს ისტორიულ ძმობას ჩრდილს აყენებს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)