|
2022-04-26 14:31:59, 2295 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - მოლდოვისა და საქართველო არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას
მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ამასთან, შეკითხვაზე, სააკაშვილს შეეძლო თუ არა ამის გაკეთება? არესტოვიჩის თქმით, "სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას," "ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას," - ამბობს არესტოვიჩი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)