21:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:43:46, 1039 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, მას სურს მისი თავიდან მოშორება

აქამდე მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. როდესაც რიგითი წევრობიდან თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული „დაწინაურება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

„მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები თანხვედრაშია. შესაბამისად ლოგიკურია, რომ მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება. ეს არსი იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც არის პარტიის შიგნით - არის სერიოზული კონფლიქტები. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, მას სურს მისი თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. ასეც და ისეც, რეალური ლიდერი ბუნებრივია არც მელია და არც მარგველაშვილი იქნება - ამ პარტიაში რეალური ლიდერი მაინც სააკაშვილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics