00:48 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 16:08:06, 1503 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელევს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს.

მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics