21:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 15:32:37, 1292 ნახვა

პოლიტიკა
პენინტენციური - ​სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ის რიგ კვლევებზე უარს აცხადებს

უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს, - სპეციალური პენინტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტს უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია, დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში. 

„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე. ,,პატიმრობის კოდექსის" საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მსგავსად, მ.სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა თავად მსჯავრდებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ  გუშინ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშო უწოდა და განაცხადა, რომ გადაუდებლად სჭირდება მკურნალობა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics