21:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 15:25:51, 1147 ნახვა

პოლიტიკა
დავით არახამია: საქართველოს ხელისუფლების განცხადებები გულს მიტეხს - ამას ოდესმე დავუბრუნდებით, ახლა არ გვცალია

საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს. როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთია გეშინოდეს, მაგრამ მეორეა, ტელევიზიით გამოდიოდე და აცხადებდე, რომ უკრაინა ისჯება და რუსეთის მხრიდან ომი ვერ აიცილა. 

"საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს. როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს. როდესაც პრემიერ-მინისტრი განცხადებებში ამბობს, რომ უკრაინა ისჯება და ვერ აიცილა ომი. ამით თითქოს მიუთითებს, რომ რუსეთი მართალი და ყოჩაღია. ამას ოდესმე დავუბრუნდებით, ახლა არ გვცალია. ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. ჩემს თაობას, მანამდეც და შემდეგ, გულით დააქვთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტკივილი. გვინახავს, რა არის რუსული აგრესია. ქართველები ყოველთვის ყველაზე თავისუფლების მოყვარე ერი იყო და ახლა პოლიტიკურ დონეზე ასეთი განცხადებები კეთდება. ერთია სამზარეულოში ილაპარაკო თუ გეშინია, მაგრამ მეორეა, როცა ტელევიზიაში აცხადებ",- განაცახადა არახამიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 'თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა". მისივე თქმით, უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამის შემჩერებელი არავინ არ არის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics