|
2022-04-22 15:18:38, 1414 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - 2008 წელს საქართველომ რუსული აგრესია საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა
ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა, საქართველო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა რუსულია აგრესია 2008 წელს. „საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რომელმაც იცის რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ომი აგრესორ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც უმნიშვნელოა ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)