08:50 - 10 May, 2026
|
2022-04-22 13:58:06, 1398 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი მოლდოვამაც შეავსო
მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი ფორმა შეავსო და დღეს, 22 აპრილს, ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადაეცემა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 საათზე შედგა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩისთვის იანის მაზეიკსისთვის შევსებული კითხვარის გადაცემის ცერემონია. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი გადასცა. საქართველო, რომელმა ასევე მიიღო კითხვარი ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ, კითხვარი ჯერ არ შეუვსია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)