10:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 11:53:55, 2170 ნახვა

მსოფლიო
იაპონია რუსეთის მიმართ ათწლეულების პოზიციას ცვლის და აცხადებს, რომ კურილის კუნძულები უკანონოდ არის ოკუპირებული

იაპონია ,სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით დიპლომატიურ პოზიციას ცვლის და მათ „რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს“უწოდებს.ამ ტერმინით ტერიტორია იაპონიის ყოველწლიურ ანგარიშში არის მოხსენიებული. 

უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინით კუნძულები ბოლოს 2003 წელს მოიხსენიეს, რაც ნიშნავს, რომ ტოკიო მოსკოვის მიმართ ბოლო ათწლეულების პოზიციას ცვლის.

„იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი საზრუნავი ჩრდილოეთის ტერიტორიებია იაპონიის ტერიტორიები, რომლებზეც იაპონია სუვერენულ უფლებებს ფლობს, ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სადავო ტერიტორია, იაპონიის  კუნძულ, ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს. აღნიშნული კუნძულები მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics