|
2022-04-22 10:32:49, 1088 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი - ეს არის ენჯეოების კლანი
გამორიცხულია, პრობლემა არ არსებობდეს რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში. მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ არის ბევრად უფრო განვითარებული და მომზადებული ქვეყნები და იქაც კი არის პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „თუ არის პრობლემები, უნდა წარმოგვიდგინონ არგუმენტები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობას სასამართლო რეფორმაზე. წარმოადგინონ ხედვა, არგუმენტები, ოღონდ ფაქტებზე დაფუძნებული და ამის შემდეგ მზად ვართ, ნებისმიერი ისეთი წინადადება გავითვალისწინოთ, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ ნული ფაქტით და მტკიცებულებით პიარულ კამპანიას სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ - ეს არის კლიშეების მოფიქრების, დაბრენდვის უხეში მექანიზმი, კლანი მოიფიქრეს. სინამდვილეში, ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი - ეს არის ენჯეოების კლანი. არის რამდენიმე ენჯეო, სადაც ვერავინ ვერ შეყოფს ცხვირს. თუ სადმე არის კლანი, ეს სექტორია. ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ამით ხდება სამოქალაქო სექტორის ფენომენის დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)