09:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 15:00:31, 1580 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯების უმეტეს ნაწილს ევროკავშირი დაფარავს

ევროკავშირი აპირებს დაფაროს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ხარჯების უმეტესი ნაწილი, რისთვისაც სოლიდარობის სატრასტო ფონდი შეიქმნება. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. 

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ევროკომისიამ უკვე აცნობა დიპლომატებს ინსტრუმენტზე მუშაობის შესახებ, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის გრძელვადიან საჭიროებებზე. ეს ფონდი იქნება ევროპული COVID ფონდის მოდელის მიხედვით და უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით დააფინანსებს ინვესტიციებსა და რეფორმებს.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება გრანტები და სესხები. წყაროებმა დაადასტურა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ არ დაასახელა თანხა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი ასობით მილიარდ ევროს მიაღწევს.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics