|
2022-04-18 14:46:24, 853 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მშენებლობის დროს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს საეტაპო ოქმების წარდგენის გადავადებას გულისხმობს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოეწერებათ. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, მშენებლობის ზედამხედველი ორგანოების წინაშე წარედგინათ საეტაპო ოქმები. როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც, დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად, ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რათა მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება წლის ბოლომდე, ხოლო იმ პირებს, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწეროთ. თანამშრომლობისთვის პარლამენტს მადლობას ვუხდი."-განაცხადა კალაძემ. აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო პარლამენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების ამოქმედება გადავადებულია 2023 წლის პირველ იანვრამდე, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოწერილი და გაუქმებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მომავალი წლიდან საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება. „აქვე, მინდა მივმართო მშენებლობის მწარმოებელ პირებს, გაითვალისწინონ, რომ მომავალი წლიდან, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება და სანებართვო პირობებში გაწერილი ვადების შესაბამისად, მათ მოუწევთ ანგარიშების წარდგენა მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)