|
2022-04-18 10:23:09, 751 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა
ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების მეშვეობით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, რომელიც წინ უძღვის შვედეთში, 2-3 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას „სტოკჰოლმი+50“. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები საშუალებას იძლევა, საზოგადოების ფართო წრე ჩაერთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ. ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგების, შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა „სტოკჰოლმი+50“ კონფერენციის დროს შედგება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ მიღება და მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება, რათა ეფექტიანად იქნას აღსრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. კონსულტაციის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები არა მხოლოდ არსებითია საქართველოს სახელით წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესში, არამედ სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება სამომავლო პოლიტიკისა და გასატარებელი ზომების უკეთ იდენტიფიცირებასა და დაგეგმვაში. მიუხედავად პანდემიისა, საქართველომ ბოლო წლებშიც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების დაცვისა და სწორად მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. იმ პირობებში, როდესაც საქართველომ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, როგორც ჩვენი ძალისხმევა, ასევე თქვენი ყველას ჩართულობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ხელშესახებ და წარმატებულ შედეგებს მივაღწიოთ,” - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კონფერენცია „სტოკჰოლმი+50“ გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ დღეს გარემოს დაცვა პირველად დადგა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. „სტოკჰოლმი+50“-ის მონაწილეები მსოფლიოს გარემოსდაცვითი ძალისხმევის ხუთი ათწლეულის შედეგებს შეაჯამებენ და იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომელიც უნდა გადაიდგას ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. საქართველოში ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრას შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, შვედეთის ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)