02:02 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 17:28:05, 1931 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ექსპერტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან იარაღის დანაკარგი 20% შეადგენს

რუსეთ-უკრანის ომის მიმდინარეობის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკვე იარაღის დაახლოებით 20% დაკარგა. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა სერგეი ზღურეცმა განაცხადა.

„თუ ჩავთვლით იმ აღჭურვილობას, რომელიც უკრაინში შეჭრამდე გვქონდა მომარაგებული, დღეს ჩვენ გავანადგურეთ მისი 20% მაინც“, - განაცხადა ექსპერტმა.

ზღურეცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამდე მას ჯერ არ სმენია ტექნიკის ასეთი დანაკარგების არსებობის შესახებ.

„ერთ თვეში გავანადგურეთ იარაღის ისეთი რაოდენობა, ვიდრე ის რუსეთმა რამდენიმე ომში ერთად დაკარგა. ანუ, ერთ თვეში ჩამოვაგდეთ უფრო მეტი თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა, ვიდრე რუსეთმა ჩეჩნეთისა და სირიის ომებში. ხოლო რაც შეეხება თვითმფრინავებს, დანაკარგი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე სსრკ-მ დაკარგა ავღანეთში “, - დასძინა ექსპერტმა.

გარდა ამისა ზღურეცის თქმით, არა მხოლოდ იარაღის რაოდენობა განსაზღვრავს არმიის პოტენციალს, არამედ გამოყენების ტაქტიკა და პერსონალის უნარი ეფექტურად გამოიყენოს ესა თუ ის მოდელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics