15:21 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 16:30:46, 5429 ნახვა

საზოგადოება
კედიას ქუჩის N10-ში სპორტული მოედანი გაიხსნა

დიდუბეში, კედიას ქუჩა N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი დიდუბის გამგეობის სრული დაფინანსებით განხორციელდა.

ტერიტორიაზე აშენდა ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ინვენტარი. პატარებისთვის კი, სათამაშო სივრცე მოეწყო. 

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლინაგი“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 000 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics